1. როგორ შემიძლია დავბრუნდე ჩემს სამშობლოში?

    თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება; თქვენ თქვენით დააორგანიზებთ და გადაიხდით საკუთარი მგზავრობის ხარჯებს. თუ ეს თქვენთვის არ არის შესაძლებელი, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვნახოთ, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა მიიღოთ მხარდაჭერა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამიდან.

  2. რას ნიშნავს დამოუკიდებელი დაბრუნება?

    თუ ბელგიაში შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დარჩებით, თქვენ სავარაუდოდ საკუთარი სახსრებით მოგიწევთ დაბრუნება. ამას ჩვენ დამოუკიდებელ დაბრუნებას ვუწოდებთ. თქვენ თვითონ ამას ვერ ახერხებთ? დაგვიკავშირდით და ჩვენ ერთად ვნახავთ, შეგიძლიათ თუ არა მხარდაჭერის მიღება ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამიდან.

  3. რას ნიშნავს ნებაყოფლობითი დაბრუნება?

    დაბრუნება თქვენს წამომავლობის ქვეყანაში, სადაც თქვენ გადაწყვეტილებისამებრ ბრუნდებით. თუ თქვენ დაბრუნებაში მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ერთად ვნახოთ შესაძლებლობები.

  4. სად შემიძლია წავიდე?

    ყველაზე მარტივი გზა არის თქვენი წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვა ქვეყანაში გამგზავრება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ იქ შესვლის მოქმედი დოკუმენტები და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნების ნებართვა ჯერ კიდევ ძალაშია.

  5. რას ნიშნავს დაბრუნების გადაწყვეტილება?

    „დაბრუნების გადაწყვეტილება" ან „ტერიტორიის დატოვების ბრძანება" წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია ვადა, რომელშიც თქვენ ბელგია უნდა დატოვოთ. მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

  6. როგორ დავრეგისტრირდე ნებაყოფლობით დაბრუნებაზე?

    დაუკავშირდით ბელგიაში არსებულ ერთ-ერთ ოფისს ან ორგანიზაციას, გაესაუბრეთ თქვენს სოციალურ მუშაკს ან დარეკეთ უფასო ნომერზე 0800 327 45. თქვენი რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ ჯერ შევამოწმებთ თქვენს შესაბამისობას ნებაყოფლობითი დაბრუნების მხარდაჭერისთვის.

  7. ვინ აორგანიზებს ჩემს ნებაყოფლობით დაბრუნებას?

    ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა ერთხელ გეხმარებათ. დასაბრუნებელი ფრენა ან ავტობუსით მგზავრობა ორგანიზდება საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციასთან (IOM) ერთად. IOM, Caritas International ან სხვა პარტნიორი ორგანიზაცია უზუნველყოფს დახმარებას თქვენს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

  8. მიწევს რაიმე საფასურის გადახდა?

    არა. თუ თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ნებაყოფლობითი დაბრუნების მხარდაჭერა, თქვენი თვითმფრინავის ან ავტობუსის ბილეთი და ტრანსპორტირება აეროპორტამდე ან სადგურამდე ანაზღაურებული იქნება. თქვენი სამგზავრო დოკუმენტაცია, თქვენ თვითონ უნდა აიღოთ თქვენს საელჩოში. გამგზავრებამდე, თქვენ აღნიშნული ხარჯები აგინაზღაურდებათ. თუ თქვენ არ იქნებით უფლებამოსილი ნებაყოფლობითი დაბრუნების მხარდაჭერისთვის, თქვენი მგზავრობა თქვენით უნდა დააფინანსოთ.

  9. სად შემიძლია მგზავრობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მიღება?

    თუ თქვენ აღარ გაქვთ იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თქვენს სამშობლოში დასაბრუნებლად, თქვენ ის უნდა აიღოთ თქვენი წარმომავლობის ქვეყნის სამშობლოში. საელჩო უზრუნველგყოფთ პასპორტით ან სამგზავრო დოკუმენტით. თუ პრობლემებს წააწყდებით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ.

  10. რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?

    აქ მოქმედებს ავიაკომპანიის ან ავტობუსის კომპანიის ბარგის წესები: არ უნდა გადააჭარბოთ ბარგის რაოდენობას და მაქსიმალურ წონას. ასე რომ ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად ბევრი არ წამოიღოთ!

  11. უკანა გზა თანხმლებით არის?

    დიახ. ბელგიაში გამგზავრებისას კონსულტანტი მოგცემთ ავიაბილეთებს და ნებისმიერ იმ დანამატს, რომელიც შეიძლება გეკუთვნოდეთ. შემდეგ, ის გაგაცილებთ სასაზღვრო კონტროლამდე. თქვენ გადმოგეცემათ ამოცნობადი ჩანთა, რათა კონსულტანტმა მყისიერად გიპოვოთ. თუ მოისურვებთ, და თუ შესაძლებელი იქნება, IOM-ის გუნდის წევრი, Caritas International ან სხვა ადგილლობრივი პარტნიორი დაგხვდებათ სამშობლოში ჩასვლისას.

  12. ჩემს ქვეყანაში ცხოვრება მარტივი არ არის. რა მხარდაჭერას შეიძლება ველოდებოდე?

    ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს სამშობლოში ადგილობრივ პარტნიორებთან, ვისაც შეუძლია თქვენი დახმარება რეინტეგრაციის პროცესში. მაგალითად, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი საკუთარი საქმიანობის დაწყებაში, სამედიცინო ხარჯების გადახდაში ან სამუშაოს პოვნაში. ყველას არ შეუძლია ამ დახმარების მიღება; ყოველი სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავდება. გაინტერესებთ, თქვენ გექნებათ თუ არა ამის უფლებამოსილება? შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია აქ.